Thursday, May 5, 2011

პერსონაჟთა სახელები გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხეში"


  1.პროექტის თემა; პერსონაჟთა სახელები გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეში“

2.მნიშვნელობა/აქტუალობა:  მოსწავლეები სრულყოფილად      გაეცნობიან ტექსტს. განახორციელებენ პერსონაჟთა სახელების კვლევას, მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ.

3. მიზნები და შედეგები; მოსწავლეები ტექსტიდან ამოიწერენ პერსონაჟთა სახელებს, გაარკვევენ ძირითადად რომელ ბრუნვაში არის ეს სახელები წარმოდგენილი ტექსტში, გამოიკვლევენ მათ წარმომავლობას. გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიებისა და კვლევითი უნარ–ჩვევები.

4. პროექტის მოკლე აღწერა; მოსწავლეები აწარმოებენ პერსონაჟთა სახელების კვლევას.

5. პროექტის სრული აღწერა; კვლევის დროს მოსწავლეებში ჩამოყალიბდება რამდენიმე ჯგუფი. შეიმუშავებენ გეგმას, ინაწილებებ პროექტის განხორციელებისათვის სხვადასხვა საკითხს. ერთი ჯგუფი ამოიწერს ბარათებზე რომელი პერსონაჟის სახელებია გამიყენებული ტექსტში. მეორე ჯგუფი დაითვლის რამდენჯერ არის გამოყენებული ნაწარმოებში ამ პერსონაჟთა სახელები. შემდეგი ჯგუფის წევრები გამოიკვლევენ რომელ ბრუნვაშია გამოყენებული სახელები და დაადგენენ მათ წარმომავლობას. ამისათვის გამოიყენებენ დამატებით წყაროს ზ. ჭუმბურიძის „რა გქვია შენ“.  მშობლიურ სოფელ პატარძეულში შეაგროვებენ ინფორმაციას ნამდვილად არსებობდნენ თუ არა ეს პიროვნებები სოფელში. ისინი ამ სახელებით იყვნენ ცნობილნი თუ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია.
6. საგანი და პროცედურები; მოსწავლეთა წარმატებები დადგინდება ინფორმაციის მოძიების, ორგანიზებისა და წერითი სამუშაოს შესრულებით.

7. წინასწარი ცოდნა; მოსწავლეებმა ამ პროექტის ამოცანები წარმატებით რომ შეასრულონ, ამისათვის კარგად ფლობენ    გ. ლეონიძის ბიოგრაფიას, ასევე იციან მოგონებები დიდი მწერლის შესახებ. გათვითცნობიერებული აქვთ რომ              გ. ლეონიძე „ნატვრის ხეში“ აცოცხლებს თავის მშობლიურ სოფელში მცხოვრებლების, მეზობლების, ახლობლების სახეებს, იხსენებს მათ ცხოვრებას და ამ ადამიანების საქმიანობას რეალურად აღწერს მოთხრობაში.
              პერსონაჟთა სახელების გამოკვლევისათვის იციან მათ რომ სახელთა უმრავლესობა შერქმეულია, დანარჩენ ინფორმაციას კი აგროვებენ ხალხში.

8. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები;  სახელმძღვანოლოები, გ.ლეონიძის „ნატვრის ხე“, ზ. ჭუმბურიძის „რა გქვია შენ“, რვეული, კალამი, კომპიუტერი, ფილმი „ნატვრის ხე“, სოფლის უხუცესები.







Thursday, April 28, 2011

ვაზის ჯიშები

საქართველოში მრავალი ვაზის ჯიშია. კახეთში ცნობილია მანავის მწვანე, საფერავი, რქაწითელი და სხვა.